«ლოს ანჯელეს ლეიკერსი» 119-96 «ჰიუსტონ როკეტსი»

«ლოს ანჯელეს ლეიკერსი» 119-96 «ჰიუსტონ როკეტსი» NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის 1/4 ფინალური ეტაპის მეხუთე შეხვედრა გაიმართლა «ლეიკერსსა» და «ჰიუსტონს» შორის. ფრენკ ვოჰელის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშით 119-96 გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში 4-1 დააფიქსირა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი როკეტსის კალათბურთელი ჰარდენი აღმოჩნდა, რომლის ანგარიშზეც 30 ქულა, 6 ართმევა და 5 ასისტია. ლეიკერსის რიგებში თავის გამოჩენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ლებრონ ჯეიმსმა მოახერხა. 35-წლის კალათბურთელის მონაგარი 29 ქულა, 11 ართმევა და 7 შედეგიანი გადაცემაა.

ამრიგად ლოს-ანჯელესის გუნდმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. შემდეგ ეტაპზე ფრენკ ვოჰელის გუნდი ბოსტონსა და მაიამის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

NBA პლეი-ოფი

1/4 ფინალური ეტაპი

მეხუთე მატჩი

«ლეიკერსი» — «ჰიუსტონი» — 119:96 (35:20, 27:31, 33:18, 24:27)

სერიის ანგარიში: 4-1


ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ