Corriere dello Sport: ლაუტაროს "ბარსელონაში" თამაში სურს

Corriere dello Sport: ლაუტაროს "ბარსელონაში" თამაში სურს მილანის "ინტერის" არგენტინელ შემტევს, ლაუტარო მარტინესს "ბარსელონას" რიგებში სურს ასპარეზობა. Corriere dello Sport- ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობა.

წყაროს მტკიცებით, მარტინესი ლიონელ მესისთან ერთად თამაშზე ოცნებობს. ამ უკანასკნელმა კი, როგორც ცნობილია, ბარსელონაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, ინტერი არ აპირებს შეამციროს მოთხოვნები და ლაუტაროს ტრანსფერში კვლავინდებურად 111 მილიონ ევროს ითხოვს. ორიოდე დღის წინ "ნერაძურის" ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი, ლაუტაროსთან დაკავშირებით შემდეგი სახის კომენტარს აკეთებდა - "იგი არ დატოვებს "ინტერის" რიგებს. მისით, მხოლოდ "ბარსელონა" არ არის დაინტერესებული, მაგრამ ლაუტარომ იცის, რომ ის უკვე თამაშობს დიადი კლუბის შემადგენლობაში. ლაუტარო კმაყოფილია იტალიაში ცხოვრებით, თუმცა ეს არც თუ ისე მარტივია. ვფიქრობ, იგი სწორი მიმართულებით მიდის. მარტინესი ჩვენი აწმყო და მომავალია. კლუბი მას აფასებს."

"არიან მოთამაშეები, რომლებიც სხვა კლუბის წინადადებას უეცრად თანხმდებიან. ასეთ დროს მოდის უცხო კლუბი, იხდის ფულს და შენ, პრაქტიკულად არაფრის გაკეთება შეგიძლია. მარტინესი კი "ინტერში" ყოფნით ბედნიერია." - აღნიშნავდა ძანეტი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.