ლებრონ ჯეიმსი რეკორდების დამყარებას განაგრძობს

ლებრონ ჯეიმსი რეკორდების დამყარებას განაგრძობს Sports Center-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ლეიკერსის» ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი პლეი-ოფში გამარჯვებების რაოდენობით (37) ლეგენდარულ ცენტრს კარიმ აბდულ-ჯაბარას გაუთანაბრდა.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის სერიის მეორე რაუნდში «ლეიკერსმა» «ჰიუსტონთან» მორიგი გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ამრიგად, NBA-ს სარეიტინგო ცხრილში ამერიკელი კალათბურთელი ჯაბარასთან ერთად ახლა მესმე პოზიციას იყოფს.

NBA-ს ისტორიაში პლეი-ოფის სტადიაზე ყველაზე მეტი გამარჯვება დერეკ ფიშერსა (40) და რობერტ ორის (39) აქვთ.


«ჰიუსტონთან» მატჩში ლებრონ ჯეიმსის მონაგარი 29 ქულა, 11 ართმევა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო. NBA-ს პრესს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შედეგიანობით 35-წლის ფორვარდი ოსკარ რობერტსონს გაუთანაბრდა.

NBA-ს ისტორიის განმავლობაში, ლებრონი და ოსკარი ორი კალათბურთელია, რომლებმაც პლეი-ოფის პირველ 10 შეხვედრაში 250 ქულის მოგროვება, 100 ართმევა და 80 ასისტის გაკეთება მოახერხეს.

StatMuse-ის ინფორმაციით 35-წლის ამერიკელი კალათბურთელი ერთადერთია, რომელმაც ამ ასაკში პლეი-ოფის სტადიაზე საშუალოდ ერთ მატჩში 25 ქულა, 10 ართმევა და 5 ასისტი შეასრულა.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.