კრისტიან ჰორნერი: ალბონის ბოლიდთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვს

კრისტიან ჰორნერი: ალბონის ბოლიდთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვს Red Bull- ის ხელმძღვანელმა, კრისტიან ჰორნერმა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდის პილოტი ალექსანდრ ალბონი ბოლიდთან დაკავშირებით, ისეთივე პრობლემების წინაშე დგას, რაც პიერ გასლის ავტომობილს აღენიშნებოდა, გასული სეზონის პირველ ნახევარში.

”ბოლიდის უკანა მხარე, დამუხრუჭების დროს, ცოტათი მგრძნობიარეა. ეს ალბონს ცხოვრებას ურთულებს. გასლისაც იგივე პრობლემები ჰქონდა. ახლა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ხსენებული პრობლემის მოგვარებაზე. ალბონის კვალიფიკაცია, "მუჯელოს" წრეზე, საუკეთესო იყო პარტნიორთან დაპირისპირების თვალსაზრისით. მან ასევე კარგად იასპარეზა სპაში და მონცაში გამართული რბოლების დროსაც. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ალბონმა რეალური პროგრესის ჩვენება დაიწყო. ბოლიდმაც უკეთ დაიწყო საკუთარი თავის წარმოეჩენა”- ციტირებს ჰორნერის სიტყვებს RaceFans.

შეგახსენებთ, ტოსკანის გრან პრის კვალიფიკაციაში მაქს ფერსტაპენმა მესამე შედეგი აჩვენა, ალექსანდრე ალბონმა კი მეოთხე.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.