დანილ მედვედევი $3000 დოლარით დააჯარიმეს

დანილ მედვედევი $3000 დოლარით დააჯარიმეს ცნობილი ჟურნალისტის რავი უბჰას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსეთის პირველი ჩოგანი დანილ მედვედევი ამერიკის ღია პირველობის ფინალში ერთ-ერთი მომენტის გამო $3000 დოლარით დააჯარიმეს.


ბრეიკ-პოინტზე მედვედევმა ბურთის პირველი მიღების შემდეგ შეცდომა დაუშვა. ამის შემდეგ რუსმა ჩოგბურთელმა მსაჯს გამეორება სთხოვა, არბიტრმა უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ მოთხოვნა დაგვიანებული იყო.

ამის შემდეგ დანილ მედვედევი დომინიკ ტიმის მხარეს გადავიდა და მსაჯს ბურთის კვალი დაანახა, რაზეც გაფრთხილება მიიღო. გაფრთხილებას კი სუპერვაიზერთან დაპირისპირება და კამათი მოჰყვა.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.