ჰიონესი: ალაბას აგენტი გაუმაძღარი პირანიაა!

ჰიონესი: ალაბას აგენტი გაუმაძღარი პირანიაა! მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი, ლეგენდარული ული ჰიონესი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში დავიდ ალაბას შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ფეხბურთელის აგენტი პინი ზაჰავი ხარბი პირანიაა, რომელიც ალაბას გადაწყვეტილებაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს.

"ჩვენი სურვილია, რომ დავიდ ალაბა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში დარჩეს. მაგრამ ამ ფეხბურთელის აგენტი - გაუმაძღარი პირანიაა. რა თქმა უნდა, საქმე ფულშია. ალაბა ისედაც იმყოფება მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. ბოლოს და ბოლოს მან თავად უნდა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. არ უნდა მისცე სხვა ადამიანებს, შენით მანიპულირების უფლება" - აცხადებდა ული ჰიონესი გამოცემა Sport Bild-თან საუბრის დროს.

შეგახსენებთ, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკებები ზემოხსენებულ ფეხბურთელსა და გერმანიის "რეკორდმაისტერს" შორის ამ დრომდე უშედეგოა. ფეხბურთელი და მისი აგენტი წლიური ანაზღაურების სახით კოლოსალურ თანხას, 25 მილიონ ევროს ითხოვენ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.