ნიკოლო სკირა: არკადიუშ მილიკს "რომა" ეპატიჟება

11 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიკმა კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ ფაქტმა "ნაპოლის" მესვეურების გაღიზიანება გამოიწვია. ჯენარო გატუზო ერთ-ერთ ინტერვიუში შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა. -”შარშან ჩვენ ძალიან გულწრფელები ვიყავით მილიკთან მიმართებით და მას კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზეთ. ხსენებულ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა. არკადიუშმა იცის ჩვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ იგი სხვა კლუბს ვერ მოძებნის, მისთვის ადვილი არ იქნება აქ დარჩენა, რადგან ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი ორ სხვა ფორვარდთან ხელშეკრულებას. მისთვის ადგილი არ არის." - აღნიშნავდა გატუზო.
არკადიუშ მილიკი, "ნაპოლის" რიგებში 2016 წლიდან გვევლინება. 26 წლის პოლონელ მოიერიშეს კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. გამოცემა transfermarkt ხსენებულ ფეხბურთელს 32 მილიონ ევროდ აფასებს.
Continuano i contatti tra #Roma e #Napoli per il passaggio di Arek #Milik in giallorosso: sul tavolo per il polacco un quinquennale da €4,5M netti a stagione. #calciomercato
— Nicolò Schira (@NicoSchira) September 12, 2020