კილიან მბაპეს «პსჟ»-ს დატოვება სურს

The Times წერს, რომ კილიან მბაპეს 2020/21 წლების დასასრულს აქვს განზრახულის ფრანგული კლუბის დატოვება. გავრცელებული ხმების თანახმად ფრანგ თავდამსხმელს კარიერის გაგრძელება პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში სურს.
21-წლის მბაპეს მოქმედი კონტრაქტი დედაქალაქელებთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. პარი სენ-ჟერმენმა რამდენჯერმე შესთავაზა ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელება, თუმცა პასუხად უარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე «პსჟ»-ს ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ფრანგული კლუბის მაისურით 21-წლის ფორვარდმა ჯამში 124 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 90 გოლის ავტორი გახდა.
«პსჟ»-ს რიგებში ფრანგი შემტევი სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ქვეყნის თასისა და ლიგის თასის ტიტულების მფლობელი.