La Gazzetta dello Sport: პირლო კრიშტიანუ რონალდუს ესაუბრა

წყაროს ცნობით, 35 წლის ფორვარდი გუნდში ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ საკუთარი სტატუსით დაინტერესდა.
La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, რომ ანდრეა პირლომ კრიშტიანუ რონალდუ დაარწმუნა, რომ პორტუგალიელი ტურინის იუვენტისის საკვანძო ფეხბურთელად რჩება და არანაირ ტრანსფერზე საუბარი არ მიმდინარეობს.
კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ტურინელებმა სერიოზული ფინანსური ზარალი ნახეს, შესაბამისად პრესაში გავრცელდა ჭორები, რომ ბებერი ქალბატონი ხარჯების მინიმიზაციას აპირებს. თავის მხრივ კრიშტიანუ რონალდუ კი იუვეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
სწორედ აქედან დაიწყო 35 წლის თავდამსხმელის მომავალთან დაკავშირებით ჭორები.
პორტუგალიელი წელიწადში 31 მილიონ ევროს იღებს.