აგენტი: სამუელს არ სურს "ბარსელონას" დატოვება, თუმცა...

აგენტი: სამუელს არ სურს "ბარსელონას" დატოვება, თუმცა... იანიკ უმტიტი, კატალონიის "ბარსელონას" უკანახაზელის სამუელ უმტიტის ძმა, რომელიც ამავე დროს ფეხბურთელის აგენტიც არის, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სამუელი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას არ გეგმავს.

”სამუელს მიმდინარე წელს, "ბარსელონას" დატოვება არ სურს. ამასთან, გასათვალისწინებელია კლუბის სურვილი, შეიტანოს გუნდში გარკვეული ცვლილებები და ამიტომ შესაძლებელია, სხვადასხვა ალტერნატივების შესწავლა აუცილებელი გახდეს. "ლიონის" შესახებ გავრცელებული ხმები, რა თქმა უნდა, კარგია მაგრამ სამწუხაროდ, მცირე შანსია, რომ ეს სინამდვილეში განხორციელდეს.” - ციტირებს აგენტის სიტყვებს გამოცემა foot01.com

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოხსენებული ფეხბურთელი შესაძლოა "ბარსელონამ" მემფის დეპაის ტრანსფერში ჩართოს.

უმტიტი კატალონიელთა რიგებს 2016 წელს შეუერთდა. მანამდე იგი "ლიონის" ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში გარიგების თანხმად 25 მილიონი ევრო შეადგინა. "ბლაუგრანას" შემადგენლობაში უმტიტმა 75 მატჩი გამართა და ორი გოლის გაიტანაც მოახერხა. მოქმედი კონტრაქტი კი 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.