დანა უაითი კონორ მაკგრეგორის დაკავებას გამოეხმაურა

დანა უაითი კონორ მაკგრეგორის დაკავებას გამოეხმაურა UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი MMA Junkie-სთან მიცემულ ინტერვიუში კონორ მაკგრეგორის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირლანდიელ მებრძოლს მისი დახმარება არ სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ორ წონით კატეგორიაში UFC-ს ყოფილი ჩემპიონი სამართალდამცავებმა დააკავეს.

მიუხედავად იმისა პენსიაზე ხარ თუ არა საკუთარ თავს შეიძლება პრობლემები შეუქმნა. კონორის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალები არ ვიცი. ჩემთვის ისაა ცნობილი, რაც თქვენ წაიკითხეთ.

კონორმა კარიერა დაასრულა, მე მას ვესაუბრე. დარწმუნებული ვარ, რომ მას ჩემი დახმარება ან რჩევა არ სჭირდება. თუ ეს ასე არ არის მაშინ მაკგრეგორი აუცილებლად დამირეკავდა.

მეგობრებო თქვენ უნდა გესმოდეთ რა არის ევროპა. მე არცერთ შემთხვევაში არ ვიცავ კონორს. ამ სიტუაციაში გარკვეული არ ვარ, რომ საერთოდ რამე კომენტარი გავაკეთო
», - დანა უაითის სიტყვებს ციტირებს MMA Junkie.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ