კუმანი: მესის ფიზიკურ ასპექტში გაუმჯობესება მართებს

კუმანი: მესის ფიზიკურ ასპექტში გაუმჯობესება მართებს "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა,"ხიმნასტიკთან" გამართული ამხანაგური მატჩის შესახებ, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. შეგახსენებთ, პაექრობა კატალონიური კლუბის გამარჯვებით ანგარიშთ 3-1 დასრულდა.

”ჩვენ, გამართულ ვარჯიშებზე, ფიზიკურ ასპექტზე ბევრი ვიმუშავეთ და ამიერიდან ტაქტიკაზე უნდა გავამახვილოთ მეტი ყურადღება. მესი? მან ისეთივე სულისკვეთება გამოავლინა, როგორც პირველ დღეს. ის კარგად ვარჯიშობს, ეს მან დასვენების დღესაც გააკეთა. ლიონელმა, ისევე როგორც ყველა სხვამ, კარგად იცის, რომ ფიზიკურად უნდა გაუმჯობესდეს. მისი თვისებები კი ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს” - აცხადებდა რონალდ კუმანი გამოცემა Marca-სთან საუბრის დროს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ბარსელონასა" და "ხიმნასტიკს" შორის გამართული ბრძოლა კატალონიური კლუბის გამარჯვებით ანგარიშით 3-1 დასრულდა. "ბლაუგრანას" მხრიდან თავის გამოჩენა შეძლო დემბელემ (მე-6წ), გრიზმანმა (17წ) და კოუტინიომ (51წ). "ხიმნასტიკის" რიგებიდან გატანილი გოლით კი ბონილა გამოირჩა (31-ე წ).

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.