Mundo Deportivo: ბეილი მანჩესტერ "იუნაიტედში" მიდის?

Mundo Deportivo: ბეილი მანჩესტერ "იუნაიტედში" მიდის? ესპანური გამოცემის, Mundo Deportivo– ს ცნობით, მადრიდის "რეალისა" და გარეთ ბეილის გზები შესაძლებელია სულ მალე გაიყაროს.

წყაროს მტკიცებით, მადრიდული კლუბი მანჩესტერ "იუნაიტედისგან" შესაბამისი შეთავაზების მიღებას ელოდება. ინგლისური კლუბი დაინტერესებულია 31 წლის უელსელი ფეხბურთელის მომსახურებით. სავარაუდოდ "წითელი ეშმაკები" ბეილის ტრანსფერისათვის 20 მილიონ ევროს მოიაზრებენ - აცხადებს გამოცემა.

ბეილი მადრიდის "რეალში" 2013 წლის ზაფხულში, "ტოტენჰემიდან" გადავიდა. უელსელი თავდამსხმელის ტრანსფერი, იმ პერიოდში 101 მილიონი ევრო დაჯდა. გასულ სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ჩემპიონატის 16 მატჩში (12 შეხვედრაში ძირითად თერთმეტეულში იყო წარმოდგენილი ), გამოირჩა ორი გატანილი გოლით და ამდენივე საგოლე გადაცემით. მადრიდულ კლუბთან ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.