მაკგრეგორი სამართალდამცავებმა დააკავეს

მაკგრეგორი სამართალდამცავებმა დააკავეს UFC-ის მებრძოლი კონორ მაკგრეგორი, სამართალდამცავებმა სექსუალური ძალადობის მცდელობისა და გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail ავრცელებს. ირლანდიელი სპორტსმენი, კუნძულ კორსიკაზე (საფრანგეთი) დაკითხეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.

წყაროს ცნობით, შემთხვევა ქალაქ ბარში მოხდა. კორსიკის პროკურატურამ განაცხადა, რომ მაკგრეგორის წინააღმდეგ შეიტანეს საჩივარი, სადაც აღწერილი იყო "ქმედებები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს, როგორც სექსუალური ძალადობის მცდელობა და სექსუალური ქცევის დემონსტრირება".

მებრძოლმა თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ყველა ბრალდება უარყო. იგი თავის მეუღლესთან ერთად, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მოგზაურობდა. წყვილს ორი შვილი ჰყავს. 32 წლის ირლანდიელი თავის კომპანიონთან ერთად 2008 წლიდან ცხოვრობს.

ხსენებულ ფაქტს სხვადასხვა გამოცემებიც ადასტურებენ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.