Daily Express: კუმანი მოჰამედ სალაჰის ტრანსფერს ითხოვს

Daily Express: კუმანი მოჰამედ სალაჰის ტრანსფერს ითხოვს "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კლუბის ხელმძღვანელობას, "ლივერპულის" შემტევის მოჰამედ სალაჰის ყიდვა მოთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Express იუწყება.

წყაროს თანახმად, შეტევის ხაზის მნიშვნელოვნად გაძლიერების მიზნით, "ბარსელონას" დამრიგებელი აპირებს, რომ მსუყე წინადადებით მიმართოს ეგვიპტელ მოიერიშეს. კატალონიელებს შეიძლება გაუჭირდეთ საჭირო თანხის მოგროვება, რადგან მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ესპანურ კლუბს ბევრი ფეხბურთელი დაემშვიდობება და მათი რიგების შევსების საკითხი, დღის წერიგში დადგება - აღნიშნავს გამოცემა.

სალაჰი ლივერპულის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. "წითლების" შემადგენლობაში მან ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. გასულ სეზონში სალაჰმა ინგლისის უმაღლესი ტიტული გაიფორმა. პრემიერ ლიგის ბოლო გათამაშებაში ეგვიპტელმა 34 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე ფიქსირდებოდა 19 გატანილი გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა.

სხვადასხვა დროს სალაჰი თამაშობდა ბაზელის, ჩელსის, ფიორენტინას და რომას რიგებში. გამოცემა transfermarkt შემტევ ნახევარმცველს 120 მილიონ ევროდ აფასებს. რაც შეეხება მასსა და ლივერპულს შორის გაფორმებულ კონტრაქტს, იგი ძალაშია 2023 წლის 30 ივნისამდე.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.