როდრიგესი: ჩვენი მიზანი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაა

”კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად უყურებს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსებს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ მოხვდეთ ევროპის მთავარ ტურნირზე, უნდა ვეცადოთ და ვიყოთ თანმიმდევრულები. ამ გზაზე მარცხი არ უნდა განვიცადოთ.
გუნდს ჰყავს ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკიდან, ამიტომ ადაპტაცია ჩემთვის გაცილებით ადვილია. არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ბაზაზე, ქალაქში... აქ გადმოსვლამდე იერი მინას და ლუკა მოდრიჩს ვესაუბრე. მათ გამიზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები პრემიერ ლიგასთან დაკავშირებით, მე ასევე ვუყურებდი სხვადასხვა მატჩებს. აქ შეხვედრები ინტენსიურია, მათ მაღალი სისწრაფე ახასიათებთ ” - ციტირებს ხამესის სიტყვებს გამოცემა The Telegraph.
ხამეს როდრიგესი მადრიდის "რეალში" 2014 წლიდან თამაშობდა. 2019/2020 წლების სეზონში კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო 11 მატჩში და გაიტანა მხოლოდ 1 გოლი. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის ღირებულებას 32 მილიონ ევროდ აფასებს.