ბიელსა: ამ მატჩმა დიდი ენერგია წაგვართვა

ბიელსა: ამ მატჩმა დიდი ენერგია წაგვართვა "ლიდსი იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ, ინგლისის პრემიერ ლიგის 1-ლი ტურის ეგიდით "ლივერპულთან" გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა. შეგახსენებთ, ორთაბრძოლა "ენფილდის" ბინადრების გამარჯებით ანგარიშით 4-3 დასრულდა.

"ლივერპულმა არ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მათი განეიტრალება მოგვეხერხებინა. მეორე ტაიმში ვცდილობდით ბურთი უფრო ხშირად გადაგვეტანა დაცვიდან შეტევაზე. ჩვენ არ დავუშვით, რომ "ლივერპულს" თავისი ფეხბურთი ეჩვენებინა ისე, როგორც ამას მიჩვეულები არიან. ამ ყველაფერს კი დიდი ენერგია დასჭირდა. თამაშის უმეტესი ნაწილი თანაბარ ბრძოლაში გავატარეთ" - ციტირებს ბიელსას სიტყვებს გამოცემა Sky Sports–ი.

განვლილი ორთაბრძოლა შეაფასა "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმაც - ”როგორი თამაში, როგორი მოწინააღმდეგე, როგორი ფეხბურთი ორივე გუნდის შესრულებით! ნამდვილი სანახაობა იყო, ძალიან მომეწონა. იშვიათია ამდენი გოლის ხილვა. ჩვენი ფეხბურთელები წინა დღეს დაბრუნდნენ ეროვნული ნაკრების შემადგენლობებიდან, ამიტომ შეცდომები მოსალოდნელი იყო.

მეტოქემ გვაიძულა შეცდომები დაგვეშვა. ჩვენ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია და ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ მე ნამდვილად მომეწონა ისეთ კარგად ორგანიზებულ და მგზნებარე გუნდთან თამაში, როგორიც ლიდს იუნაიტედია. მათ კარგი სეზონი ექნებათ, თუ მსგავს ინტენსივობას შეინარჩუნებენ."
- აღნიშნავდა კლოპი მატჩის დასრულების შემდეგ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.