სალაჰი: "ლიდსი" ქებას იმსახურებს

"გულშემატკივრების გარეშე რთულია, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება "ენფილდს". ჩვენთვის ეს მატჩი კარგი სტარტი იყო. ძალიან მძიმე მეტოქე გვერგო, ეს გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს და არც პრესინგს ერიდება. თამაშის ინტენსიობა უმაღლეს ნიშნულს აღწევდა. ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ.
ორი პენალტი? ეს ვერ შეედრება უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში დანიშნულ 11 მეტრიანს. ახლა ამის გაკეთება გაცილებით ადვილი იყო, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ არენაზე ქომაგი არ იყო. ჩემთვის მთავარია კონცენტრირება და დასახული 3 ქულის მოპოვება.
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ "ლიდსმა" ბრწყინვალე თამაში ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონი ცარიელი იყო, მათთვის ეს გასვლითი მატჩი იყო. ამ გუნდმა სამი გოლის გატანა მოახერხა, ეს ქებას იმსახურებს. აუცილებელია მუშაობა განვაგრძოთ იმისათვის, რომ მსგავსი რამ მომავალში არ დაგვემართოს." - ციტირებს გამოცემა Sky Sports მოჰამედ სალაჰის სიტყვებს.