The Times: გრემ სონესი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს

The Times: გრემ სონესი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი გრემ სონესი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი "ბარსელონას" სრული განადგურებით ანგარიშით 8:2 დასრულდა. სონესი სწორედ ხსენებულ პაექრობას ეხმიანება.

"მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში მესი ჰგავდა იმ ადამიანს, რომელსაც მობეზრდა გუნდის თრევა. მის გარეშე ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასაც კი ვერ მოახერხებდა. ეს კვირა იდეალურია საიმისოდ, რომ მესის კონკრეტული წინადადებით მიმართონ. ძალიან იოლად წარმომიდგენია მისი ხილვა მანჩესტერის ორივე კლუბში."-ციტირებს გამოცემა The Times გრემ სონესის სიტყვებს.

როგორც ცნობილია, მანჩესტერ "სიტი" დიდ ყურადღებას იჩენს არგენტინელი შემტევის მიმართ. მისი ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული პეპ გვარდიოლა -აღნიშნავს გამოცემა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.