კლოპი: დიდებული თამაში იყო

კლოპი: დიდებული თამაში იყო ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში საფეხბურთო კლუბმა "ლივერპულმა" "ლიდს იუნაიტედი" მიიღო. შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა და იგი მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 4:3 დასრულდა. წარმოგიდგენთ იურგენ კლოპის კომენტარს.

”როგორი თამაში, როგორი მოწინააღმდეგე, როგორი ფეხბურთი ორივე გუნდის შესრულებით! ნამდვილი სანახაობა იყო, ძალიან მომეწონა. იშვიათია ამდენი გოლის ხილვა. ჩვენი ფეხბურთელები წინა დღეს დაბრუნდნენ ეროვნული ნაკრების შემადგენლობებიდან, ამიტომ შეცდომები მოსალოდნელი იყო.

მეტოქემ გვაიძულა შეცდომები დაგვეშვა. ჩვენ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია და ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ მე ნამდვილად მომეწონა ისეთ კარგად ორგანიზებულ და მგზნებარე გუნდთან თამაში, როგორიც ლიდს იუნაიტედია. მათ კარგი სეზონი ექნებათ, თუ მსგავს ინტენსივობას შეინარჩუნებენ." - ციტირებს გამოცემა Sky Sports-ი იურგენ კლოპის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.