ოფიციალურად: დიეგო სიმეონეს COVID-19 დაუდასტურდა

ოფიციალურად: დიეგო სიმეონეს COVID-19 დაუდასტურდა მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით პარასკევს, 11 სექტემბერს, პირველმა გუნდმა, სამწვრთნელო შტაბმა და კლუბის თანამშრომლებმა COVID-19– ზე შემოწმება გაიარეს. ლაბორატორიაში გაგზავნილ ნიმუშებს, შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ სიმეონე ინფიცირებულია. მწვრთნელს, მოცემულ მომენტში სიმპტომები არ აღენიშნება და იგი საკუთარ სახლშია იზოლირებული.

ხსენებულ ინფორმაციას წინ უსწრებდა ცნობა იმის შესახებ, რომ გუნდის ორი ფეხბურთელი ასევე დაინფიცირდა კორონავირუსით. ესენი არიან თავდამსხმელი დიეგო კოშტა და ნახევარმცველი სანტიაგო არიასი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.