ჯანლუკა დი მარციო: "ჯენოა" მილან ბადელს იფომებს

ჯანლუკა დი მარციო: "ჯენოა" მილან ბადელს იფომებს რომის "ლაციოს" ნახევარმცველი მილან ბადელი შესაძლებელია, სულ მალე "ჯენოას" შემადგენლობაში ვიხილოთ. ტრანსფერი უახლოეს საათებში დადასტურდება. ამის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

ხსენებული ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას იჩენდა, მოსკოვის „ლოკომოტივიც“. ნახევარმცველი "ლაციოში" 2018 წელს "ფიორენტინას" რიგებიდან, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. გასული წელი ბადელმა კვლავ "იისფერ" გუნდში გაატარა. მან 2019/2020 წლის სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt მის ღირებულებას 2 მილიონ ევროდ აფასებს.

მოთამაშე სტაბილურად გამოდის ხორვატიის ეროვნული ნაკრების რიგებში. ნახევარმცველმა ნაციონალურ გუნდში 50 მატჩი ჩაატარა, გამოირჩა 2 გატანილი გოლით და 4 შედეგიანი გადაცემით.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.