«ბარსელონა» ლუის სუარესს კლუბის დროულად დატოვებას სთხოვს

«ბარსელონა» ლუის სუარესს კლუბის დროულად დატოვებას სთხოვს ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ბარსელონას» მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, ურუგვაელ ფეხბურთელზე იმედებს აღარ ამყარებს.

Marca-ს ცნობით ლუის სუარესს კარგად ესმის, რომ კლუბის შეცვლა მოუწევს, თუმცა ამ მომენტში კატალონიელებთან წასვლის პირობებზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

«ბარსელონას» ჰოლანდიელი მწვრთნელი დემონსტრაციულად არ ავარჯიშებს სუარესს საერთო ჯგუფთან ერთად. ამრიგად კლუბი ფეხბურთელზე ერთგვარ ზეწოლას ახდენს, რომ ურუგვაელმა კატალონიელები დროულად დატოვოს.

პრესაში აქტიურად იწერებოდა ინფორმაცია, რომ ლუის სუარესი «იუვენტუსში» გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა კონტრაქტის ხელმოწერა გადაიდო. Marca-ს ცნობით ურუგვაელს ეჭვი შეეპარა იმაში, თუ რამდენად სწორი იქნებოდა იტალიაში გადასვლა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ «ატლეტიკოს» ფორვარდს ალვარო მორატას «იუვენტუსში» დაბრუნების სურვილი აქვს. სავარაუდოდ, იმ შემთხვევაში თუ ესპანელი შემტევი იტალიაში გადავა დიდი ალბათობით «ატლეტიკო» ლუის სუარესს გაიფორმებს.

33-წლის ლუის სუარესმა 2019/20 წლების სეზონში «ბარსელონას» მაისურით 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ურუგვაელის მონაგარი 21 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.