ოფიციალურად: "მილანმა" ჩიპრიან ტეტერუშანუ გაიფორმა

ოფიციალურად: "მილანმა" ჩიპრიან ტეტერუშანუ გაიფორმა 34 წლის გამოცდილი კარის დარაჯი ჩიპრიან ტეტერუშანუ, მილანის ღირსებას დაიცავს. ხსენებულ სიახლეს იტალიური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს. რუმინელმა კიპერმა "როსონერისთან" 3 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და იგი "მილანის" შემადგენლობაში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ხსენებული კლუბის რიგებში, ფეხბურთელი ოფიციალურად 11 სექტემბერს ჩაირიცხა.

ზემოხსენებული მეკარე, სხვადასხვა დროს იცავდა ფრანგული "ლიონის", "ნანტის", "ფიორენტინას" და რუმინული "სტიაუას" ღირსებას. რა თქმა უნდა, მას გაუჭირდება ძირითად თერთმეტეულში საკუთარი ადგილის დამკვიდრება, ვინაიდან მისი უშუალო კონკურენტი ჯანლუიჯი დონარუმაა. მან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა საკლუბო ტელევიზიასთან, რასაც უცვლელად წარმოგიდგენთ.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ