ბრაიმ დიასი: ატარო ამ გუნდის მაისური - ეს დაუვიწყარი გამოცდილებაა!

ბრაიმ დიასი: ატარო ამ გუნდის მაისური - ეს დაუვიწყარი გამოცდილებაა! ბრაიმ დიასმა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, პირველად ისაუბრა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ფეხბურთელი პრეზენტაციაზე პრესის წარმომადგენლებს შეხვდა და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"აქ მყოფმა ადამიანებმა და გულშემატკივრებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის, თუ როგორი დახვედრა მომიწყვეს აქ, უბრალოდ დაუჯერებელი იყო. ატარო ამ გუნდის მაისური - ეს დაუვიწყარი გამოცდილებაა. პირველად "სან-სიროს" 2011 წელს ვესტუმრე, იგი განსაკუთრებული ადგილია. ამ გუნდმა ჩემპიონატის მოგებისთვის უნდა იბრძოლოს და მათი მიზანი მხოლოდ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება, არ უნდა იყოს. ტონალის გაფორმება და იბრაჰიმოვიჩის ახალი კონტრაქტი - კარგის მანიშნებელია.

"რაც შეეხება მადრიდის "რეალს", მე მსურს აქ მილანში ასპარეზობა და ამ წელს მხოლოდ ხსენებულ მიზანზე ვიქნები კონცენტრირებული. არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მითხრა ზიდანმა. დიახ, რამდენიმე წინადადება მქონდა, მაგრამ მე მნიშვნელოვანი საქმეებისთვის, მილანი ავირჩიე. აქ საკუთარი კვალის დატოვება მსურს.
" - აღნიშნავდა ფეხბურთელი.

21 წლის ბრაიმ დიასი მილანურ კლუბს 4 სექტემბერს შეუერთდა. მან ხსენებულ გუნდში 2021 წლის 30 ივნისამდე უნდა იასპარეზოს. 2025 წლამდე მისი სატრანსფერო უფლებები მადრიდის "რეალის" ხელშია. "მილანში" იგი არენდის ხელშეკრულების საფუძველზე იქნება წარმოდგენილი. გამოცემა transfermarkt ნახევარმცველს 13,5 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.