მესის მომავლის სამი შესაძლო ვარიანტი

პირველი ვარიანტი — ზაფხულში კონტრაქტის გაწყვეტა. ამავდროულად «ბარსელონას» პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ მზადაა წავიდეს ყველაფერზე, რათა მესი არ გაუშვას, რადგან არ სურს კლუბის ისტორიაში დარჩეს პრეზიდენტაც, რომლის დროსაც ფორვარდმა ბარსა დატოვა.
მეორე ვარიანტი — მესი «ბარსელონაში» დარჩება 2021 წლის ზაფხულამდე. ამ შემთხვევაში 33 წლის არგენტინელი იანვრიდან დაწყებული უკვე შეძლებს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოებას. თუმცა ამგვარი სცენარიც არ აწყობთ კლუბის მესვეურებს, რადგან პრესაში სამაოდ ბევრი ჭორი დაიწერება.
მესამე ვარიანტი — კონტრაქტის გახანგრძლივება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არგენტინელი «ბარსელონას» ხელმძღვანელობის რეაქციას ელოდება. არსებობს შესაძლებლობა, რომ მესი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა ამ მომენტისთვის მას ამის სურვილი არ აქვს.
აწ უკვე გასულ სეზონში ლიონელ მესიმ ბარსელონას მაისურით 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 31 ბურთი გაიტანა და 24 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. transfermarkt-ის ცნობით არგენტინელი ფორვარდის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 112 მილიონ ევროს შეადგენს.
უკვე დაიწერა პრესაში ინფორმაცია, რომ მიუნხენის ბაიერნთან გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ ლიონელ მესი ზაფხულშივე განიხილავს კატალონიური კლუბის დატოვებას. არგენტინელს მოქმედი კონტრაქტი ესპანელებთან 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.