პიანიჩმა COVID-19 დაამარცხა და ვარჯიშს შეუდგა

პიანიჩმა COVID-19 დაამარცხა და ვარჯიშს შეუდგა კატალონიის "ბარსელონას" პრეს-სამსახურის ცნობით, მცველმა ჟან-კლერ ტოდიბომ და ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა სრულად დაამრცხეს COVID-19, რის შემდეგადაც სავარჯიშო პროცესს შეუერთდნენ. მოთამაშეებმა კომპლექსზე დაშვების საშვი მიიღეს და ინდივიდუალური პროგრამით მუშაობა დაიწყეს.

ტოდიბო ბარსელონას რიგებს 2019 წელს შეუერთდა. "ტულუზიდან" მისი ტრანსფერი 1 მილიონი ევრო დაჯდა. მან "ბარსას" რიგებში ხუთი მატჩი ჩაატარა, თუმცა ვერც გატანილი გოლით და ვერც საგოლე გადაცემით თავი ვერ დაგვამახსოვრა. 2019/2020 წლების სეზონის დასასრულს ეს ფეხბურთელი გელზენკირხენის "შალკე 04"-ის შემადგენლობაში, არენდის წესის საფუძველზე ასპარეზობდა.

რაც შეეხება, მირალემ პანიჩს იგი განვლილი სეზონის შემდეგ "იუვენტუსიდან" კატალონიის "ბარსელონას" რიგებში გადაბარგდა. 30 წლის ბოსნიელის სატრანსფერო თანხამ 60 მილიონი ევრო შეადგინა. 2019/2020 წლების სეზონში ხსენებულმა ფეხბურთელმა "ბებერი ქალბატონის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა. გაიტანა სამი გოლი და მიითვალა რვა ასისტი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.