ულე გუნარ სულშერი მაგუაიერს კაპიტნობას არ ჩამოართმევს

ულე გუნარ სულშერი მაგუაიერს კაპიტნობას არ ჩამოართმევს «მანჩესტერ იუნაიტედის» მცველი ჰარი მაგუაიერი გუნდის კაპიტნის წოდებას შეინარჩუნებს, ამის შესახებ წითელი ეშმაკების მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში განაცხადა.

ნაკისრ ვალდებულებას თავი შესანიშნავად გაართვა და უპირველეს ყოვლისა მე მას მხარს ვუჭერ. ჰარი კაპიტნის წოდებას შეინარჩუნებს», - ციტირებს ულე გუნარ სულშერის სიტყვებს მანჩესტერის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს მაგუაიერი, რომელიც შვებულებაში იმყოფებოდა, საბერძნეთში პოლიციას დაუპირისპირდა. როგორც გაირკვა ერთ-ერთ ბარში თანამემამულეებთან შელაპარაკების შემდეგ ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ.

სამი ბრიტანელი მაგუაიერის ჩათვლით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცავების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები კვლავ ისმოდა.

თავდაპირველად საბერძნეთის სასამართლომ ფეხბურთელს 21 თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აპელაციის შემდეგ სასჯელი გაუქმდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.