Sky Sports: "ინტერს" ალონსოს გაფორმება სურს

Sky Sports: "ინტერს" ალონსოს გაფორმება სურს იტალიური საფეხბურთო კლუბი მილანის "ინტერი" ლონდონის "ჩელსის" მცველის მარკოს ალონსოს ტრანსფერით ინტერესდება. მილანური კლუბი ესპანელი ფეხბურთელის შეძენას, იმ შემთხვევევაში შეეცდება თუ დალბერტი სხვა გუნდში გადასვლას გადაწყვეტს. ხსენებულ სიახლეს გამოცემა Sky Sports აქვეყნებს.

ალონსო "არისტოკრატებს" 2016 წელს შეუერთდა, "ჩელსიმ" ხსენებულ გარიგებაში "ფიორენტინას" 23 მილიონი ევრო გადაუხადა. 2019/2020 წლების სეზონში უკანახაზელმა ძირითად შემადგენლობაში საკუთარი ადგილი დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ალონსო უკვე თანამშრომლობდა "ინტერის" მთავარ მწვრთნელთან ანტონიო კონტესთან, რომელიც მანამდე "ჩელსის" დამრიგებელი იყო. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt ხსენებულ მცველს 18 მილიონ ევროდ აფასებს.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.