Bellator-ის მმართველი დანა უაითს პასუხობს

Bellator-ის მმართველი დანა უაითს პასუხობს Bellator-ის პრეზიდენტმა სკოტ კოკერმა დანა უაითის განცხადებაზე ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ კონკურენტი ორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ იმ ბერძოლებს იფორმებს, რომლებიც UFC-მ გაანთავისუფლა.

«ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ პლანეტაზე საუკეთესო დივიზიონი გვყავს. დაფიქრდით იმ მებრძოლებზე, რომლებიც ჩვენ გვყავს - ფილ დევისი, ლიოტო მაჩიდა, ვადიმ ნემკოვი. ახლა კორი ანდერსონიც შემოგვიერთდა. ვფიქრობ საბოლოო ჯამში გარედ მუსასიც გადავა ნახევრად-მძიმე წონაში. ეს ჯგუფი ძლიერი და მყარი დივიზიონის კასტას შექმნის.

რაიან ბეიდერი, ფილ დევისი და ყველა დანარჩენი ჩვენთან თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდნენ და არა იმიტომ, რომ ისინი UFC-დან გაათავისუფლეს. სიმართლე ისაა, რომ ისინი თავისუფალი აგენტები იყვნენ და უნდოდათ სათანადოდ დაფასებულიყვნენ. ჩვენ მათ გაცილებით მომგებიანი გარიგება შევთავაზეთ - სწორედ ამიტომ გადმოვიდნენ ჩვენთან.

ეს ბიჭები ჯილდოსთვის იბრძვიან. გართობისთვის არ აკეთებენ ამას. ისინი უმაღლესი დონის ათლეტები არიან და თუ მათ უკეთეს პირობებს სთავაზობენ რატომ არ უნდა გადმოვიდნენ Bellator-ში? იმის თქმა, რომ ისინი UFC-დან გამოყარეს უხერხული მგონია
», - კოკერის სიტყვებს ციტირებს MMAJunkie.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ