ედინ ჯეკოს მესამე შვილი შეეძინა

”კეთილი იყოს შენი მობრძანება სამყაროში, ჩვენი პატარა ყვავილი - დალია” - წერს ჯეკო.
Welcome to the world, our little flower
— Edin Džeko (@EdDzeko) September 12, 2020
🌸 DALIA 🌸 pic.twitter.com/fJK0xv3yWx
დალია ოჯახში მესამე შვილია. 2016 წლის თებერვალში ედინს და ამრას ქალიშვილი, უნა შეეძინათ. 2017 წლის სექტემბერში კი ვაჟი - დენი.
ედინ ჯეკო "რომას" რიგებში 2016 წლიდან თამაშობს. თავდამსხმელი "მგლების" ბანაკში "მანჩესტერ სიტიდან" 11 მილიონ ევროდ გადავიდა. ფორვარდმა რომაელთათვის 222 მატჩი გამართა, გაიტანა 106 გოლი და მიითვალა 50 შედეგიანი გადაცემა.
ჯეკოს ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლამდეა გათვალისწინებული. ტურინის "იუვენტუსი" აქტიურად არის დაინტერესებული ხსენებული თავდამსხმელით. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt მოთამაშის ღირებულებას - 10 მილიონ ევროდ აფასებს.