შევჩენკო: ზლატანი ნამდვილი ლიდერია

შევჩენკო: ზლატანი ნამდვილი ლიდერია "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ახლა კი უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ, თავისი მოსაზრება გამოთქვა, იტალიური კლუბის თავდამსხმელის - ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ.

”თუ მას კვლავ შეუძლია გუნდისთვის რამის მიცემა, თუ მას აქვს შესაბამისი მოტივაცია, მე ვეცდებოდი მის შენარჩუნებას. ბოლო თვეების განმავლობაში ზლატანი აკეთებს იმას, რასაც მისგან ველოდით: იგი ჭკვიანურად თამაშობდა და თანაგუნდელებს წინ უძღვებოდა. ის მოედანზე ნამდვილი ლიდერია” - ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

შეგახსენებთ, 31 აგვისტოს იბრაჰიმოვიჩმა "მილანთან" არსებული კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. იბრაჰიმოვიჩი იტალიურ კლუბს 2020 წლის იანვარში შეუერთდა, მანამდე იგი ლოს ანჯელეს გალაქსის ღირსებას იცავდა. მილანურმა კლუბმა იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა. გასულ სეზონში 38 წლის შვედმა იტალიურ კლუბში 18 მატჩი ჩაატარა. გამოირჩა 10 გატანილი გოლით. სულ რამდენიმე კვირის წინ ზლატანი შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა:

"მილანმა" ზუსტად ისე უნდა განაგრძოს თამაში, როგორც ამას განვლილი სეზონის ბოლოს დემონსტრირებდა. უნდა ვიყოთ საკუთარ თავში თავდაჯერებულები და უნდა გვახსოვდეს, რომელი გუნდის მაისურს ვატარებთ. ეს არა მხოლოდ დიდი პატივია, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც. გუნდის თითოეულმა მოთამაშემ კარგად გაითავისა, თუ რად ღირს გამარჯვებისთვის ბრძოლა. ახლა, პირველივე დღიდან მოყოლებული, გულმოდგინე მუშაობა გვმართებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერჯერობით არაფერი მოგვიგია. ეს მუდამ გონებაში მაქვს. ახალ სეზონში ეს უნდა შევძლოთ!

"საკუთარ თავს, მუდამ ვგრძნობდი "მილანის" შემადგენელ ნაწილად, მაშინაც კი როდესაც სხვა კლუბის ღირსებას ვიცავდი. აქ ყოველთვის კარგად მექცეოდნენ. როდესაც მილანში პირველად მოვხვდი გავიღიმე. ფეხბურთში, ამას არასდროს არ ვაკეთებდი. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ავირჩიე 11 ნომერი, რადგანაც გულშემატკივარი სწორედ 11 ნომრიანი მაისურით მიცნობს. 21 ნომრიანი მაისურით, საკუთარ თავს იმრაჰიმოვიჩად ვერ აღვიქვამდი, ამიტომ თხოვნით მივმართე ხელმძღვანელობას, ძველი ნომერი დაებრუნებინათ."

"აქ იმისთვის ვარ მოსული, რომ "მილანი" დავაბრუნო იმ დონეზე, რა დონესაც ეს კლუბი იმსახურებს. დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ. გულმოდგინე მუშოაბა გვმართებს. "მილანმა" ბოლო ნახევარწელიწადში კარგად წარმოაჩინა, რომ საამისოდ ყველა რესურსი აქვს."
- აღნიშნავდა იბრაჰიმოვიჩი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.