ოტმარ ზაფნაუერი: ფეტელი ჩვენს გუნდს ახალ სიმაღლეზე აიყვანს

ოტმარ ზაფნაუერი: ფეტელი ჩვენს გუნდს ახალ სიმაღლეზე აიყვანს "რეისინგ პოინტის" ხელმძღვანელმა ოტმარ ზაფნაუერმა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში საკუთარი მოლოდინები გააზიარა სებასტიან ფეტელთან დაკავშირებით.

”ვფიქრობ, ის ჩვენთან მუშაობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც Ferrari– სთან გათვალისწინებულ ყველა ოფიციალური პროცედურას დაასრულებს. მას შეუძლია გუნდი ახალ დონეზე აიყვანოს. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ბევრ საქმეში დაგვეხმარება. ვფიქრობ, იგი მოიტანს მსოფლიო ჩემპიონისათვის დამახასიათებელ სამუშაო ეთიკას. სწორედ ამას ველით ყველანი. თითოეულმა უნდა მოუმატოს. სები შესანიშნავი მენტორი იქნება სტროლისთვის, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა სისწრაფით გამოირჩევა. განა, ძალიან კარგი არ არის ახალბედა პილოტისთვის, რომელიც ჩემპიონატზე არც თუ ისე დიდი ხნის გამოჩნდა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონისგან ისწავლოს?

სებასტიანი 33 წლისაა და ჯერაც შესანიშნავად წარმოაჩენს საკუთარ თავს. შესაბამისი თანადგომა აუცილებელი ფაქტორია, რადგან პილოტირება ძალიან დიდი სტრესს იწვევს. ჩვენი ამოცანაა ფეტელს ჩავეხუტოთ და ვაჩვენოთ როგორია ჩვენი გუნდი. ვფიქრობ, იგი ჩვენთან წარმატებას მიაღწევს.”
- ციტირებს PlanetF1- ოტმარ ზაფნაუერის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.