იანგი: შესანიშნავი მატჩი გველის

"თუ არჩევანის საშუალება იქნება, რა თქმა უნდა, უკეთესია არ ეთამაშო გუნდს, რომელიც სრული შემადგენლობით ყრუ დაცვაში ზის. ვამჯობინებდი ისეთ გუნდთან შერკინებას, რომელიც უფრო მეტად შემტევ ფეხბურთს დემონსტრირებს. ამ დროს შემხვედრი მიმართულებით ეჯახები გუნდს და კონკრეტულად იმ დღეს ვინც უკეთესია ის იმარჯვებს. ვფიქრობ შესანიშნავი მატჩი იქნება."
"შახტარის" თამაშების ჩანაწერები ვნახეთ. გავეცანით მათ თამაშს ბაზელის წინააღმდეგ. კარგი გუნდია. ეს ასე, რომ არ იყოს ნახევარფინალში ვერ გავიდოდნენ. ამ მატჩს ყველანი სულმოუთმენლად ველით. საკუთარი თავის გამოცდა გვსურს. ვნახოთ რა იქნება 90 წუთის გასვლის შემდეგ."
"გვმატებს თუ არა დამატებით მოტივაციას, "იუნაიტედთან" შესაძლო ფინალი? არა. რა თქმა უნდა, ფინალი ჩვენი მიზანია, მაგრამ იმას არ ვფიქრობთ, იქ ვინ დაგვხვდება. ამ ეტაპზე მხოლოდ შახტარზე ვართ ორიენტირებულები. მეტი არაფერზე."-ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ეშლი იანგის სიტყვებს.
მილანის "ინტერსა" და დონეცკის "შახტარს" შორის შეხვედრა 17 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.