Daily Mail: კევინ დე ბრუინი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს

”ნამდვილად არ მაინტერესებს. ეს საკითხი არ მაღელვებს. თუ მესი მანჩესტერ სიტიში გადმოვიდოდა, ეს რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა, რადგან მას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი. მაგრამ დიდ ყურადღებას არასდროს ვაქცევ იმას, თუ ვის შეუძლია მოსვლა და რა შეიძლება მოხდეს მომავალში.
თქვენ თამაშობთ იმ ფეხბურთელებთან ერთად, ვინც არის წარმოდგენილი თქვენივე კლუბში. ვფიქრობ, ამ მხრივ საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს. სისულელეა ვიფიქროთ, რა მოხდება, თუ კონკრეტული მოთამაშე შემოგვიერთდება. ეს ფეხბურთში მუდმივად ხდება. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ტრანსფერი უნდა შედგეს, თუმცა საბოლოოდ არაფერი არ ხდება ხოლმე” - ციტირებს კევინის სიტყვებს გამოცემა Daily Mail