დანუელ ჰაუსი სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია

დანუელ ჰაუსი სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ჰიუსტონ როკეტსის» კალათბურთელი დანუელ ჰაუსი NBA-ს 2019/20 წლების სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია.

გამომცემლობის ინფორმაციით ამერიკელმა კალათბურთელმა უკვე დატოვა ორლანდოში ე.წ ბუშტი. გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ გამოძიების შედეგების გავრცელების შემდეგ იქნება მიღებული.

გამოაშკარავდა, რომ ჰაუსის ნომერში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო პიროვნება. NBA-ს წესებით მიხედვით მოთამაშეს ნომერში მხოლოდ ახლო ნათესავის მოწვევა შეუძლია.

გავცელებული ინფორმაციის თანახმად ჰაუსმა ღამე გოგონასთან გაატარა, რომელიც კალათბურთელებს კორონა ვირუსზე ტესტს უტარებდა.

ESPN წერს, რომ ჰაუსი ბრალეულობას უარყოფს.

2019/20 წლების პლეი-ოფში ჰაუსმა საშუალოდ ერთ მატჩში 11,4 ქულა და 5,8 ართმევა მოაგროვა. «ჰიუსტონ როკეტსი» ამ მომენტისთვის სერიაში «ლეიკერსთან» მარცხდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.