«ბაიერნმა» ალექსანდრ ზვერევს ფინალში გასვლა მიულოცა

«როგორი ქამბექი! დიდი სლემის ტურნირებზე პირველად ფინალში გასვლას გილოცავთ! წინ!», — ამგვარ ტექსტს აქვეყნებს რეკორდმაისტერის ოფიციალური ტვიტერის გვერდი.
ალექსანდრ ზვერევმა არ დააყონა და ტვიტერის საშუალებით მიუნხენური კლუბის პოსტს უპასუხა — «წინ გამარჯვებისთვის!»
AUF GEHTS! 🙌🏼 https://t.co/RRqRd41eLz
— Alexander Zverev (@AlexZverev) September 12, 2020
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობის ფინალში ზვერევი ავსტრიელ დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში დანილ მედვედევი დაამარცხა.