გატუზო: მილიკმა ახალი გუნდი უნდა მოძებნოს

გატუზო: მილიკმა ახალი გუნდი უნდა მოძებნოს ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში არკადიუშ მილიკისა და კალიდუ კულიბალის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომასთან, იუვენტუსთან და ტოტენჰემთან წარმოებული მოლაპარაკებების ფონზე, მილიკმა "პესკარასთან" გამართული ამხანაგური მატჩი (4-0) გამოტოვა.

”შარშან ჩვენ ძალიან გულწრფელები ვიყავით მილიკთან მიმართებით და მას კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზეთ. ხსენებულ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა. არკადიუშმა იცის ჩვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ იგი სხვა კლუბს ვერ მოძებნის, მისთვის ადვილი არ იქნება აქ დარჩენა, რადგან ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი ორ სხვა ფორვარდთან ხელშეკრულებას. მისთვის ადგილი არ არის.

კულიბალის შესაძლო ტრანსფერში კლუბი ითხოვს ფიქსირებულ თანხას და თუ ნაპოლი არ მიიღებს მოთხოვნილ თანხას, მოთამაშე არ დატოვებს გუნდს” - ციტირებს გატუზოს სიტყვებს Sky Sport Italia.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 წლის კულიბალიისთვის ბრძოლაში მთავარი პრეტენდენტი მანჩესტერ "სიტია". 26 წლის მილიკი კი ტურინის "იუვენტუსის" ინტერესის სფეროშია მოქცეული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.