«როტორმა» ჯანო ანანიძესთან კონტრაქტი გაწყვიტა

«როტორმა» ჯანო ანანიძესთან კონტრაქტი გაწყვიტა საფეხბურთო კლუბმა «როტორმა» ქართველ შემტევთან, ჯანო ანანიძესთან, ხელშეკრულება გაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

როდესაც კიპრიდან საქართველოში ჩავედი მუხლზე უკვე მქონდა პრობლემები. დაიწყო კარანტინი და შესაძლებლობა აღარ მქონდა რეაბილიტაციის პროცესი გამევლო. თბილისში ჩავრჩი და სრულფასოვნად ვარჯიშის შესაძლებლობა არ მქონდა. რამდენიმე შეთავაზება მივიღე ქართული და კიპრის კლუბებიდან, თუმცა კონკრეტიკის გარეშე. ამავე დროს დამირეკა აგენტმა და როტორის ვარიანტი შემომთავაზე. უმალვე ვაცნობე ჩემი პრობლემის შესახებ და ვუთხარი, რომ ვეცდებოდი.

ფეხბურთის თამაში ძალიან მინდა! შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე ასპარეზობა უნდა დაეწყო და მეც მწამდა, რომ სექტემბრისთვის სათანადო ფორმაში ვიქნებოდი და როტორსაც დავეხმარებოდი.

ერთადერთი პირობა მქონდა, რომ თუ 100%-ით მზად ვიქნებოდი ვეცდებოდი, თუ არა მაშინ კლუბისგან არაფერი მჭირდება და ხელშეკრულებას გავწყვეტდი. საქმე ფულში არაა. ამ ჩემპიონატში ჩამოვყალიბდი, როგორც ფეხბურთელი და დაბრუნების სურვილი მქონდა. აგვისტოში გუნდს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ქონდა. სამწვრთნელო შტაბთანა და მწვრთნელთან კონსულტაციის შემდეგ მოსკოვში გავემგზავრე, რათა ინდივიდუალური მომზადება დამეწყო პერსონალურ მწვრთნელთან ერთად. აღნიშნულ პიროვნებასთან ჯერ კიდევ სპარტაკში ასპარეზობის დროიდან ვიცნობ, რადგან ვოლგოგრადში მსგავს პირობებს ვერავინ შემიქმნიდა. დათმობაზე წავიდნენ და შევთანხმდით, რომ აგვისტოს ბოლოსთვის თუ ყველაფერი კარგად იქნებოდა საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს დავიწყებდი.

MRT გავიკეთე და მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. მუხლი დღემდე მაწუხებს და შესაძლოა ოპერაცია დამჭირდეს. კონტრაქტის გაწყვეტაზე გადაწყვეტილება მივიღე. მადლობა მინდა ვუთხრა ხელმძღვანელობას და კლუბის სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც შანსი მომცა, თუმცა სამწუხაროდ, გუნდის დახმარება ვერ შევძელი.

მინდა ავღნიშნო, რომ როტორის მსგავსი დახმარება ქვეყანაში 4-5 კლუბს თუ ექნება. ეს დაუჯერებელია! მსგავსი ტრიბუნების ფონზე თამაში ძალიან მინდოდა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. ვიმედოვნებ შევხვდებით
», - ჯანო ანანიძის სიტყვებს ციტირებს როტორის ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.