Marca : "ბარსელონას" ბელერინის არენდით აყვანა სურს

Marca : "ბარსელონას" ბელერინის არენდით აყვანა სურს ცნობილი სპორტული გამოცემა Marca იუწყება, რომ, კატალონიის "ბარსელონას" ლონდონის "არსენალის" მცველის ჰექტორ ბელერინის, არენდით აყვანა სურს.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი არ არის მზად 25 წლის ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერში 25 მილიონი ევრო დახარჯოს და სურს იგი ერთი სეზონით გაიფორმოს.

ბელერინი არსენალში 2011 წლის ზაფხულში გადავიდა. მანამდე ფეხბურთელი "ბარსელონას" ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში ტრანსფერმა 500 ათასი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში 25 წლის მცველმა მონაწილეობა მიიღო ინგლისის პრემიერ ლიგის 15 მატჩში (13 მათგანში ძირითად თერთმეტეულში) გამოირჩა 1 გატანილი გოლით. ესპანელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ