«დენვერმა» «კლიპერსთან» სხვაობა შეამცირა

«დენვერმა» «კლიპერსთან» სხვაობა შეამცირა NBA-ს რეგულარული ცემპიონატის პლეი-ოფის 1/4 ფინალური ეტაპის მეხუთე შეხვედრა გაიმართა «კლიპერსსა» და «დენვერს» შორის. მაიკლ მალონის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშით 105:111 გაიმარჯვა და სერიაში სხვაობა შეამცირა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ლოს ანჯელეს კლიპერსის კალათბურთელი ლეონარდი გახდა, რომლის ანგარიშზეც 36 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტია. ნაგეტსიდან თავის გამოჩენა მიურეი მოახერხა, კანადელი კალათბურთელის მონაგარი 26 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა.

დენვერ ნაგეტსისა და ლოს ანჯელეს კლიპერსის მორიგი დაპირისპირება 13 სექტემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

NBA პლეი-ოფი

1/4 ფინალური ეტაპი

მეხუთე მატჩი

«კლიპერსი» — «დენვერი» — 110:111 (28:23, 28:21, 24:29, 25:38)

სერიის ანგარიში: 3-2


ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.