ლაკაზეტი: "არსენალში" ვრჩები!

ლაკაზეტი: "არსენალში" ვრჩები! ლონდონის "არსენალის" ფრანგი შემტევი ალექსანდრ ლაკაზეტი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში უარყოფს პრესაში გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ თითქოს 29 წლის ფეხბურთელი "მეთოფეების" რიგების დატოვებას გეგმავს.

"ლონდონის არსენალთან 5 წლიან ხელშეკრულებას იმიტომ მოვაწერე ხელი, რომ ამ კლუბთან ერთად ტიტულები მოვიგო. 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ტრანსფერი შედგა და მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მათ შორის იმით თუ როგორ მიდის ჩემი საქმეები ამ გუნდში. ძალიან მომწონს ჩვენს მთავარ მწვრთნელთან ( მიკელ არტეტა) მუშაობა. "არსენალიდან" არსად წასვლას არ ვაპირებ." - ციტირებს ლაკაზეტის სიტყვებს გამოცემა L'Equipe.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ფეხბურთელის მომსახურებით მადრიდის "ატლეტიკოა" დაინტერესებული. 2019/2020 წლის სეზონში ლაკაზეტმა ლონდონის "არსენალის" რიგებში 30 მატჩი გამართა. გამოირჩა 10 გატანილი გოლით.

ფრანგი ფორვარდი ლონდონურ კლუბს 2017 წელს შეუერთდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი ხსენებულ მოიერიშეს 48 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.