მანჩესტერის დამარცხებით სევილიამ რეკორდი დაამყარა

სევილიას წაუგებელი სერია 20 მატჩამდე გაიზარდა. ამრიგად «ესპანელებმა» საკლუბო რეკორდი გააუმჯობესეს. აქამდე ნაჩვენები შედეგი 19 წაუგებელი მატჩი გახლდათ, რომელიც 11 აგვისტოს ევროპის ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე «ვულვერჰემპტონის» წინააღმდეგ (1:0) იქნა ნაჩვენები.
ევროპის ლიგის ფინალში «სევილიას» მეტოქე 17 აგვისტოს «ინტერსა» და «შახტარს» შორის გამარჯვებული გახდება. ტურნირის ფინალი 21 აგვისტოს გაიმართება.