ჟერომ ბოატენგმა იმიჯი შეიცვალა

ჟერომ ბოატენგმა იმიჯი შეიცვალა გერმანიის ჩემპიონატის ახალი სეზონის დაწყების წინ, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა, იმიჯი შეიცვალა. ფეხბურთელმა თმა იასამნისფრად შეიღება.

”ახალი სეზონი, ახალი ფერი. წინ!" - დაწერა ბოატენგმა სოციალურ ქსელში.

View this post on Instagram

New season, new colour! let’s go! 🤘🏽🔥

A post shared by Jérôme Boateng (@jeromeboateng) on


შეგახსენებთ, აგვისტოს თვეში მიუნხენის "ბაიერნი" 2019/2020 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ფინალში "რეკორდმაისტერმა" ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" ანგარიშით 1: 0 დაამარცხა. გარდა ამისა, მიუნხენურმა კლუბმა გერმანიის ჩემპიონატი და ეროვნული თასიც მოიგო. ბაიერნმა ისტორიაში მეორედ გაიფორმა ტრებლი. ბოლოს მიუნხენურ გუნდს მსგავსი მაჩვენებელი 2012/2013 წლების სეზონში ჰქონდა.

გერმანიის ჩემპიონატში ახალი სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება. პირველ ტურში "ბაიერნი" გელზენკირხენის "შალკე 04"-ს დაუპირისპირდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.