კომანი: ამ მატჩში ფავორიტები ვართ, თუმცა...

”ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ ”სევილიას ”ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ისინი ბრწყინვალედ ფლობენ ბურთს. მათ დაამარცხეს ძალიან ძლიერი "ინტერი". გულშემატკივრებთან ერთად თამაში გასაოცარი იქნება. ქომაგი და იქ არსებული ატმოსფერო ძალიან მენატრება.” - ციტირებს კომანის სიტყვებს გამოცემა Bayern & Germany -ის Twitter-ის ოფიციალური გვერდი.
მიუნხენის "ბაიერნი", 2019/2020 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. უეფას სუპერთასისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე საფეხბურთო კლუბი "სევილია" იქნება. მატჩი 24 სექტემბერს, ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაიმართება.
Coman on the Super Cup against Sevilla: "We're favorites, but sevilla have a very good team. They play very well with the ball and they've beaten a strong team in Inter. It will be amazing to play in front of fans again. I miss them and the atmosphere"
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) September 11, 2020