ნორისი: ეს შეცდომა ძვირად დამიჯდა

ნორისი: ეს შეცდომა ძვირად დამიჯდა "მაკლარენის" პილოტმა ლანდო ნორისმა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ტოსკანის გრან-პრის პრაქტიკებზე განცდილი ავარიის შესახებ ისაუბრა.

”არც ისე ადვილი დღეა. ცხადია, ეს დღე საუკეთესოდ არ დამისრულებია. ოდნავ გადავაჭარბე. ეს შეცდომა ძვირად დამიჯდა. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს ასე ხდება ხოლმე, ყველას შეიძლება დაემართოს. ეს არ იყო იდეალური დღე, თუმცა ავარიამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა.

პირველი სავარჯიშო სესიის შემდეგ მოვუმატეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამას ვისურვებდით. ჩვენ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა აღმოგვაჩნდა. შაბათ-კვირის რბოლები რთული იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, უკეთეს შედეგს დავდებთ"
- ციტირებს მაკლარენის პრეს-სამსახური ნორისის სიტყვებს.

ავარიის ამსახველი ვიდეო ეპიზოდი ფორმულა 1-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დევს. მასზე საავტორო უფლებები Formula One World Championship Limited-ს ეკუთვნის.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ