რამოსი საკუთარი ვარჯიშის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს

რამოსი საკუთარი ვარჯიშის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი, სოციალური ქსელის მეშვეობით სააკუთარი ვარჯიშის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. ფეხბურთელი თავით დარტყმებზე მუშაობს და აღნიშნულ ვიდეოს მოკლე კომენტარსაც ურთავს -"მუდამ 100%-ით"- წერს რამოსი.

View this post on Instagram

Always 1️⃣0️⃣0️⃣% #HalaMadrid

A post shared by Sergio Ramos (@sergioramos) on


სერხიო რამოსი, ეროვნული ნაკრებების რიგებში, მცველებს შორის გატანილი გოლების რაოდენობით პირველ პოზიციაზე გავიდა. მან უეფას ერთა ლიგის მე -2 ტურის მატჩში (უკრაინის წინააღმდეგ) დუბლი შეასრულა. ამრიგად, ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრებში 23 გატანილ გოლს მოუყარა თავი. ამ მაჩვენებლის თანახმად, გაუსწრო არგენტინელ მცველს დანიელ პასარელას (22 გოლი) და ბომბარდირთა სათავეში მოექცა. ხსენებული სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ამპლუით მცველები არიან.

შეგახსენებთ, სერხიო რამოსმა პირველი გოლი მე -3 წუთზე გაიტანა (პენალტი). 26-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.