რონალდ კუმანი გაწეული სამუშაოთი კმაყოფილია

«ვარჯიშზე ფეხბურთელებმა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს. გაძლიერებულად ვმუშაობდით უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში. ამ პერიოდს მაინც ახლავს სირთულეები: ზოგმა გვიან დაამთავრა თამაში, ზოგმა ადრე დაიწყო მუშაობა. მომზადება მეტწილად ინდივიდუალური გამოვიდა», - რონალდ კუმანის სიტყვებს ციტირებს კატალონიელთა პრესს-სამსახური.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ესპანური გრანდი ახლახანს ჩაიბარა და კულეებთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების სეზონში «ბარსელონამ» ვერცერთი ტიტულის მოპოვება ვერ მოახერხა და ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილს დასჯერდა. ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნისგან იწვნია გამანადგურებელი მარცხი.