Sky Sports: მოურინიო იურგენ კლოპის განცხადებას გამოეხმაურა

Sky Sports: მოურინიო იურგენ კლოპის განცხადებას გამოეხმაურა "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, იურგენ კლოპის სიტყვებს გამოეხმაურა.

"სულ რამდენიმე ხნის წინ, იურგენ კლოპა განაცხადა, რომ "ლივერპული" არ არის ოლიგარქების კუთვნილი კლუბი და რომ ხსენებული გუნდი, არც ერთ ქვეყანას ეკუთვნის. ჩვენც ასევე ვართ. "ტოტენჰემი" არ განეკუთვნება იმ კლუბთა კატეგორიას, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე გავა და მთელ ქონებას დახარჯავს. "ჩელსის" მიერ 200 მილიონი ფუნტი სტერლინგის დახარჯვა 6 ტრანსფერში? ეს მათთვის კარგია, როდესაც კლუბს ამის შესაძლებლობა აქვს, თუ რა თქმა უნდა, ეს მათი პრიორიტეტია... ისინი ისეთები არიან, როგორებიც არიან, აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ." - ციტირებს გამოცემა Sky Sports ჟოზე მოურინიოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ზოგიერთი გუნდისათვის, რომლებიც ამა თუ იმ ოლიგარქს ან ქვეყანას ეკუთვნიან, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გაურკვეველია მომავალი. ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი ერთი ხელის მოხსმით შევცვალოთ და ვთქვათ, რომ "ახლა ისე ვიმოქმედებთ, როგორც ამას ლონდონის "ჩელსი" აკეთებს." - აღნიშნავდა კლოპი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.