ჟან ტოდი: გასულ კვირას შუმახერი მოვინახულე

ჟან ტოდი: გასულ კვირას შუმახერი მოვინახულე "ფერარის" ყოფილი ბოსი ჟან ტოდი, რომელიც მოცემულ მომენტში FIA-ს ხელმძღვანელია, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მიხაელ შუმახერის შესახებ საუბრობს. ტოდის განცხადებით, გასულ კვირას მან ლეგენდარული გერმანელი პილოტი მოინახულა.

"მიხაელი გასულ კვირას ვნახე. იგი ბრძოლას აგრძელებს. ღმერთო ჩემო, ვიცით, რომ იგი საშინელი და უიღბლო ვარდნის შედეგად დაზიანდა, ამან მას მრავალი პრობლემა შეუქმნა, მაგრამ მის გევრდით არის უმშვენიერესი მეუღლე, შვილები, ექიმები... ჩვენ შგვიძლია მას მხოლოდ საუკეთესო ვუსურვოთ. ისევე, როგორც მთლიანად მის ოჯახს. ახლა მხოლოდ მის გვერდით ყოფნა შემიძლია. თუ რამის გაკეთება იქნება საჭირო, მე ამისთვის მზად ვარ." - ციტირებს გამოცემა BT Sport-ი ჟან ტოდის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ფორმულა 1-ის შვიდგზის გამარჯვებული, მიხაელ შუმახერი 2013 წელს სამთო კურორტზე თხილამურებით სრიალის დროს დაშავდა. მან თავის მძიმე ტრავმა მიიღო და კომაში ჩავარდა. ოჯახის პოზიციიდან გამომდინარე, ამ დრომდე მისი ჯანმრთელობის შესახებ, ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.